ჩაქვისა და ჩაისუბნის სათავე ნაგებობაზე წყლის დონის მაქსიმალური ზრდისა და ამღვრევის გამო, წყლის მიწოდება ვერ ხერხდება ე.წ. ძველი ქსელის აბონენტებისთვის.
ნაწილობრივ შეზღუდულია წყალმომარაგება გოროდოკის, ბარცხანისა და თამარის დასახლების აბონენტებისთვის. ასევე, ჩაქვის, განთიადისა და მახინჯაურის მოსახლეობისთვის. წყალმომარაგება სათავე ნაგებობაზე წყლის დონის დაწევისთანავე აღდგება.