ბათუმში იუსტიციის სახლთან ავტოავარია მოხდა, საგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა მუნიციპალური ავტობუსი და თვითმმართველობის ქონება. მსუბუქი ავტომობილი ჯერ ავტობუს შეეჯახა, შემდეგ კი გზის გამყოფ ჯებირი მოანგრია.
ბათუმის თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ავარიების შედეგად საგზაო ინვენტარის (ბოძკინტები, გზის გამყოფი ჯებირისა და ა.შ.) დაზიანებების ფაქტები თვეში 3-4-ჯერ ფიქსირდება.
გიგა ჩხაიძე ამბობს, რომ დაზიანებული ინვენტარი მძღოლებმა თავად უნდა აღადგინონ. "ავტოავარიის შედეგად, როცა საპატრულო ეკიპაჟს მაქანა გადაჰყავს საჯარიმოზე, ჩვენ მაშინ ვერთვებით და საჯარიმოდან, მანამ არ ვატანთ მეპატრონეს მანქანას, ვიდრე არ აღადგენს დაზიანებულ ინვენტარს. გააჩნია შემხთვევას" - აცხადებს საგზაო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს უფროსი.