ველომარათონი გაიმართა ბათუმში. სამოყვარულო ტურნირში 70-ზე მეტი მოხალისე ჩაერთო. შეჯიბრი სამ კატეგორიაში ჩატარდა.
მოყვარულ ველომრბოლელებს მთიან რელიეფზე 5 კილომეტრიანი დისტანცია უნდა დაეფარათ. აქტივობის მიზანი ველოკულტურის განვითარება და პოპულარიზაციაა. მარათონი წელს მეორედ ჩატარდა.