საქართველო მარიტას დაემშვიდობა

14 ოქტომბერი 2017, 00:00 5679 ნახვა

საქართველო მარიტას დაემშვიდობა. მსახიობი ლიკა ქავჟარაძე ვაკის სასაფლაოზე დედის გვერდით დაკრძალეს. ის ვაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან ტაშით გააცილეს. კინოვარსკვლავის ოჯახს კოლეგებმა, მეგობრებმა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებმა მიუსამძიმრეს. სამოქალაქო პანაშვიდზე პოლიტიკოსების იმყოფებოდნენ.

ლიკა ქავჟარაძე 1959 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა. პროფესიით მუსიკოსს მხატვრულ კინოში 1972 წლიდან იღებდნენ. შესრულებული აქვს 20-ზე მეტი როლი. განსაკუთრებული პოპულარობა 1976 წელს თენგიზ აბულაძის ფილმ “ნატვრის ხე”-ში შესრულებულმა მარიტას როლმა მოუტანა. ასევე შესრულებული აქვს როლები ფილმებში „პეპელა“ (1977), „კავკასიური რომანსი“, „დემეტრე თავდადებული“ (1982), „ოჯახი“ (1985) და სხვა. ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბერს 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამავე კატეგორიაში