ლიკა ქავჟარაძე დღეს დაკრძალეს

14 ოქტომბერი 2017, 00:00 6728 ნახვა

კინოვარსკვლავი ლიკა ქავჟრაძე უკანასკნელ გზაზე, ოჯახის წევრებმა, კოლეგებმა და მეგობრებმა გააცილეს. მსახიობი თბილისის ვაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან გამოასვენეს, სადაც დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.

ლიკა ქავჟარაძე 1959 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა. პროფესიით მუსიკოსს მხატვრულ კინოში 1972 წლიდან იღებდნენ. შესრულებული აქვს 20-ზე მეტი როლი. განსაკუთრებული პოპულარობა 1976 წელს თენგიზ აბულაძის ფილმ “ნატვრის ხე”-ში შესრულებულმა მარიტას როლმა მოუტანა. ასევე შესრულებული აქვს როლები ფილმებში „პეპელა“ (1977), „კავკასიური რომანსი“, „დემეტრე თავდადებული“ (1982), „ოჯახი“ (1985) და სხვა.  

ამავე კატეგორიაში