საყოველთაო ეროვნული გაფიცვა კატალონიაში. რეგიონის დამოუკიდებლობის მსურველებმა გზები ჩაკეტეს. აქციის მონაწილეები პოლიციის ქმედებებს აპროტესტებენ.
ე.წ. რეფერენდუმი, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება და ევროკავშირი არ აღიარებს, კატალონიაში 1 ოქტომბერს ჩატარდა. საარჩევნო უბნების დახურვას არეულობა მოჰყვა, დაშავდა ასობით ადამიანი. ესპანეთში მიმდინარე მოვლენებს უარყოფითად აფასებენ ექსპერტები საქართველოში.