კატალონიის პარლამენტი კენჭისყრის შედეგების გამოქვეყნებიდან 24 საათში დამოუკიდებლობას გამოაცხადებს. ამის შესახებ ავტონომიის ლიდერმა კარლეს პუჩდემონმა განაცხადა.
კატალონიაში ესპანეთისგან გამოყოფის შესახებ პლებისციტი გუშინ გაიმართა. ამომრჩეველთა 90 პროცენტმა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა. რეფერენდუმის ჩატარების დღეს მომხდარი არეულობების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 893-მდე გაიზარდა.
დღეს კატალონიის მთავრობის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა ესპანეთის ხელისუფლებას კატალონიის მომავლის შესახებ შუამავალთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა.