საქართველო 144 ქვეყანას შორის 114-ე ადგილზეა მსოფლიოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოში, ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში არის მინიმალური. ომბუდსმენის თქმით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამ კუთხით სერიოზული პრობლემებია ქვეყანაში.