ვინ უნდა იზრუნოს ქუჩის ძაღლებსა და კატებზე? ცხოველთა დამცველები ჰუმანურ მოპყრობას ითხოვენ, მოსახლეობა კი საფრთხეზე საუბრობს. რამდენიმე დღის წინ, ბათუმში ძაღლმა ბავშვი და ხანშიშესული ქალი დაკბინა. რამდენიმე ქუჩაზე მერიას მიუსაფარი ცხოველების წაყვანას სთხოვენ. როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემა ისე, რომ არ დაირღვეს ცხოველთა უფლებები და არ დაემუქროს საფრთხე მოქალაქეების ჯანმრთელობას?