სახალხო  დამცველის განცხადება 

01 ოქტომბერი 2017, 00:00 1835 ნახვა

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ დაბერების პრობლემებთან ბრძოლა ათწლეულების წინ დაიწყო, სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოში ამ მიმართულებით ეფექტური ღონისძიებები არ ხორციელდება.

უჩა ნანუაშვილი  მოუწოდებს საქართველოს მთავრობას მოახდინოს ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცება „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის“ განსახორციელებლად, რათა უზრუნველყოს მოსახლეობის დაბერების საკითხის სხვადასხვა სექტორულ პოლიტიკასა და პროგრამაში დროული ინტეგრირება და ხანდაზმულ პირთა უფლებების სათანადო დაცვა.

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე 1990 წლიდან ყოველ 1-ელ ოქტომბერს  აღინიშნება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი