კახაბრის მოსახლეობა სანიაღვრე არხებისა და საკანალიზაციო ჭების მოწესრიგებას ითხოვს. ფრიდონ ხალვაშის მე-4 ჩიხის მცხოვრებლები ამბობენ, რომ წვიმის დროს ქუჩაში გადაადგილება შეუძლებელია, გზაზე დაგროვებული წყალი კი ეზოებს ტბორავს. მათ არაერთხელ მიმართეს მერიას, თუმცა პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. მოსახლეობის პრეტენზიებს მერის რწმუნებული გამოეხმაურა. მისი ინფორმაციით, სარეაბლიტაციო სამუშაოები ამ ტერიტორიაზე უახლოეს პერიოდში დაიწყება.