პუტინი-ერდოღანის შეხვედრა

29 სექტემბერი 2017, 00:00 1962 ნახვა
00:00
00:00

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ერაყისა და სირიის ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირეს. მოლაპარაკება თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართა.  

ინფორმაციას  „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. ერაყის ქურთისტანის ავტონომიურმა რეგიონმა დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმი ორშაბათს ჩაატარა. რეგიონის დამოუკიდებლობას მხარი რეფერენდუმში მონაწილეთა 92,7%-მა დაუჭირა. ერაყის ხელისუფლებამ რეფერენდუმს არალეგიტიმური უწოდა და აღნიშნა, რომ ავტონომიის რეგიონალურ მთავრობასთან ამ საკითხზე არანაირ მოლარაპაკებებს არ გამართავს.

ამავე კატეგორიაში