ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული. მრევლს მთელი დღის განმავლობაში შეეძლება წმინდა ნაწილების მოლოცვა.
ხვალ კი, ქეთევანობის დღესასწაულთან დაკავშირებით, წმინდა ნაწილებს კახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძარში გადააბრძანებენ. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოს ყველა ეპარქიას მოივლის. წმინდა ნაწილები საქართველოში ექვსი თვის განმავლობაში დარჩება.