საარჩევნო დავების საკითხებზე ბათუმში სემინარი დღეს დასრულდება. კონფერენციას სამართლის საკითხებში ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მრჩეველი, უზენაესი სასამართლოსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები, ასევე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელი ესწრებიან.
ევროპელი და ქართველი მოსამართლეები საარჩევნო დავების გადაჭრის გზებზე მსჯელობენ. დაინტერესებულ პირებს ცესკოსა და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლებმა საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს.
შეხვედრაზე წინა წლებთან შედარებით საარჩევნო დავების შემცირებული რაოდენობა გამოიკვეთა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, სემინარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დავების ეფექტური გადაჭრისთვის.