ძლიერი წვიმის გამო ქობულეთში მეწყრული პროცესები განვითარდა

23 სექტემბერი 2017, 00:00 9262 ნახვა

ძლიერი წვიმა ქობულეთში. უხვი ნალექის გამო, მეწყერი სოფელ ქობულეთის ცენტრალურ გზაზე ჩამოწვა. ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. მოსახლეობის დიდ ნაწილს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება. მეწყრული პროცესი სოფელ ქობულეთში სამ სხვადსხვა ადგილას განვითარდა. 
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ  სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი უკვე შეიკრიბა. მობილური ჯგუფი კი ყველა პრობლემურ უბანზე გასულია. 

უხვი ნალექის გამო ელექტრომომარაგების კუთხით პრობლემები სხვა სოფლებშიც შეიქმნა. შუქის გარეშეა დარჩენილი ხუცუბნის მოსახლეობაც.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილისკენ მიემართება. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი