ხანძარი წაღვერის ტყეში

23 სექტემბერი 2017, 00:00 2344 ნახვა

წაღვერის ტყეში ხანძრის ლოკალიზება ისევ ვერ ხერხდება. პროცესს მეტეოროლოგიური პირობები ართულებს, ბორჯომის ხეობაში ძლიერი ქარია. ხანძრის ძირითადი კერა მუხრანის მთის ფერდობზეა.

სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. პროცესში ჩართულია ავიაცია. დამხმარე ძალას ელიან მეზობელი ქვეყნებიდანაც. ადგილზე რჩებიან მეხანძრე- მაშველები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები.

სტიქიის ზონაში იმყოფება ინფრასტრუქტურის მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. ბოლო ინფორმაციით, დასახლებულ ტერიტორიამდე, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი