მომდევნო 3 დღის განმავლობაში, თბილი ჰაერის მასების ინტენსიური გავრცელების გამო, საქართველოში ცხელი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთის ბარში +33, +35, სანაპირო ზოლში +31, +33 გრადუსი.
ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე, გურიის მთიან სოფლებსა და აჭარის სანაპირო კურორტებზე გაძლიერდება აღმოსავლეთის ქარი 17-22 მეტრ წამამდე.ზღვის წყლის ტემპერატურა +25 გრადუსია.