საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა მიმდინარე წლის შესრულებული პროექტების ანგარიში წარადგინა. არჩილ ჩიქოვანის ინფორმაციით, სამუშაოების დაახლოებით 85 პროცენტი უკვე შესრულებულია.
დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იმ გეგმებზეც ისაუბრა, რომელსაც უწყება მომავალ წელს შეასრულებს. ძირითადი აქცენტი მაღალმთიან აჭარაში კურორტამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაციაზე გაკეთდა. წელს დეპარტამენტი 11 ერთეულ მძიმე ტექნიკას შეიძენს. დეპარტამენტის ბიუჯეტი 50 მილიონ ლარია. უწყებამ სხვადასხვა საპროექტო სამუშაოებზე ელექტრონული შესყიდვები უკვე გამოაცხადა.