საერთაშორისო კონფერენცია ანესთეზიოლოგიასა და ინტენსიურ თერაპიაში. 15 ქვეყნის, 350 დელეგატი, სფეროში არსებულ პრობლემებსა და საერთაშორისო მიღწევებზე ბათუმში მსჯელობს. სამუშაო შეხვედრაში ანესთეზიოლოგიის, რეანიმატოლოგიის, გადაუდებელი მედიცინისა და მეანობის სფეროში მომუშავე მედიკოსები და მედდები მონაწილეობენ. კონფერენცია ბათუმი მეორედ ტარდება და იგი სამ დღეს გაგრძელდება.