ვითარება სარფის საბაჟოზე

15 სექტემბერი 2017, 00:00 3108 ნახვა

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დღეს მიმოსვლა შედარებით გამარტივებულია. როგორც მოქალაქეები  ჰყვებიან  ამ მზრივ გუშინდელთან შედარებით მდგომარეობა გაუმჯობესდა.  მოსახლეობის ნაწილი კი  პრობლემებზე საუბრობს, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე ჰყვება, ის დღეს საზღვრის გადაკვეთისას თურქულმა მხარემ ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე უკან დააბრუნა. შეგახსნებთ, მისმოსვლის შეფერხების  მიზეზი თურქეთის მხარეს მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გუშინ განაცხადა, რომ  პრობლემა სრულად ერთ კვირაში მოგვარდება. 

სარფის საბაჟოზე შექმნილ ვითარებაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა. დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ საზღვრის ქართულ მხარეს  შეფერხებები არ არის და უწყება თურქულ მხარესთან თანამშრომლობს. დაგეგმილია გამშვები პუნქტების ხელმძღვანელების შეხვედრაც და საკითხების დეტალური განხილვა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი