საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„შემზარავია გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედია. სიტყვები უადგილოა. შეგვიძლია, მხოლოდ მწუხარება და მათი სულებისთვის ლოცვა. თანაზიარი ვარ ოჯახის, სანათესაოს, ჩვენი საზოგადოების გლოვის“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“.