ხელოვნების უნივერსიტეტში 54 პირველკურსელია

15 სექტემბერი 2017, 00:00 3761 ნახვა

ახალი სასწავლო წელი დაიწყო რეგიონის უმაღლეს სასწავლებლებშიც. ღონისძიებები ხელოვნების უნივერსიტეტში და საზღვაო აკადემიაში გაიმართა. რაც შეეხება შოთა რუსთაველი სახელმწიფო უნივერსიტეტს, აქ სასწავლო პროცესი 10 დღეში განახლდება. 

ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში დღეს სასწავლო პროცესი განახლდა. უმაღლეს სასწავლებელში 54 პირველკურსელია, მათ შორის მხოლოდ ერთია, რომელმაც 50% გრანტი მოიპოვა. ცნობილია, რომ 12 პირველკურსელი შიდა პროგრამული დაფინანსებით ისარგებლებს. ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში სულ 378 სტუდენტია.  ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობები კი არქიტექტურა, დიზაინი და სამსახიობოა

 ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და აჭარის განათლების მინისტრის მოადგილემ მიულოცეს.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი