ვითარება სარფის საბაჟოზე

14 სექტემბერი 2017, 00:00 4472 ნახვა

სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის თურქული ნაწილი ამ დრომდე შეზღუდვებით მუშაობს. ჩვენი გადამღები ჯგუფი საბაჟოს ნეიტრალურ ზონაში იმყოფებოდა და არსებული ვითარება დააფიქსირა. მგზავრები ,,მთავართან” ჰყვებიან, რომ  ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში  ვერ ახერხებენ საზღვრის კვეთას.

მათი ინფორმაციით, საპასპორტო კონტროლთან დაკავშირებული ხარვეზები თურქულ მხარეს აქვს. პრობლემა როგორც მოქალაქეები ამბობენ, განსაკუთრებით ბოლო ერთი კვირაა რაც გამწვავდა. შეფერხებებით მუშაობს სამანქანე გასასვლელი პუნქტიც. თურქული მხარის განმარტებით რიგები საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია. 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი