პრეზიდენტი ევროკავშირის დელეგაციას შეხვდა

12 სექტემბერი 2017, 00:00 2157 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირის დელეგაციას შეხვდა, გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლებთან უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხები განიხილა.

როგორც პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელთან და წარმომადგენლებთან პრეზიდენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, უსაფრთხოების საკითხებსა და იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რაც საქართველოს ევროკავშირთან კიდევ უფრო დააახლოებს. თენგიზ ფხალაძის განცხადებით, კრისტიან დენიელსონის ვიზიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებული სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებსაც ისახავს მიზნად.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი