35 წლის ასაკში მეცხრე შვილი -  მრავალშვილიანი დედის ისტორია 

12 სექტემბერი 2017, 00:00 23866 ნახვა

ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში 35 წლის ქალს მეცხრე შვილი შეეძინა. მეჯინისწყლის დასახლებაში მცხოვრებ გუჩმანიძეების ოჯახში ახალშობილი  მეექვსე გოგონაა, მათ ასევე 3 ვაჟი ჰყავთ. გოგონას ბებიას სახელი, მერი დაარქვეს. 

მეგი, ლინდა, მილედი, ანა, ანრი, ანანო, რეზი, ლუკა და მერი -  9 შვილის დედა თავს კარგად გრძნობს. ახალშობილი სამ კილოგრამს იწონის და 50 სანტიმეტრია.

ირინა ჯაიანის პირველი შვილი 20 წლის ასაკში გააჩინა. მეგი ახლა 15 წლისაა, ყველაზე პატარა  კი ორის.  
ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მეცხრე შვილის დაბადების  პირველი შემთხვევაა - აცხადებს სამედიცინო დაწესებულების  კლინიკური დირექტორი ნინო ქაჯაია. 

ირინა ჯაიანმა მეცხრე შვილი საკეისრო  კვეთით 11 სექტემბერს გააჩინა.  დედა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - აცხადებს ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის სამეანო განყოფილების ხელმძღვანელი ლევან ქორიძე.

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში