ინციდენტში მონაწილე ორი ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს

12 სექტემბერი 2017, 00:00 2852 ნახვა

ქობულეთში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში რამდენიმე წუთის წინ გადაიყვანეს. მედიკოსების განცხადებით, მალხაზ გირითილაძეს თვალბუდის არში ჭრილობები და ტვინის შერყევა აღენიშნება. რაც შეეხება მამუკა იმნაძეს, სასწრაფო დახმარების ექიმის განმარტებით მიღებული ტრავმის შემდეგ მას  დინამიკაში დაკვირვება სჭირდება.

შემთხვევა ქობულეთში გუშინ ღამით მოხდა. ნაცემია 4 ახალგაზრდა. მათი განცხადებით, ინციდენტში მონაწილე პირები სავარაუდოდ სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლები იყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით მიმდინარეობს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი