პატიმარი პოლიციას იარაღის ჩადებაში ადანაშაულებს

12 სექტემბერი 2017, 00:00 2290 ნახვა

პატიმარი კარლო სურგულაძე მეათე დღეა შიმშილობს. იგი პოლიციას იარაღის ჩადებაში ადანაშაულებს. დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, სურგულაძის წინააღმდეგ გამოძიება კიდევ ერთი მუხლით, ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით მიმდინარეობს. დაცვის მხარის ინფორმაციით, ამ საქმეზე  პროკურატურა საპროცესო გარიგებას დათანხმდა,  მაგრამ შეთანხმების გაფორმებამდე სურგულაძეს ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს.

სამართალდამცველების  განცხადებით, კი  ბრალდებულმა ჩხრეკის დროს თავად წარადგინა იარაღი და დანაშაული აღიარა.  დაცვის მხარემ დღევანდელ პროცესზე კი წარადგინა ფოტო-მასალა, რომელშიც ასახულია, რომ ბრალდებული ჩხრეკამდეა  დაკავებული. ხელვაჩაურის პროკურორი დაცვის მხარის მოსაზრებას არ იზიარებს.  საქმეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო განიხილავს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი