საერთაშორისო ტურნირი ქვიშის ფეხბურთში ყაზახეთის ეროვნული ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში ნაკრებმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი 8-3 დაამარცხა.
ქვიშის ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირს ბათუმი უკვე მერვედ მასპინძლობს. წელს შეჯიბრებაში ხუთი საერთაშორისო კატეგორიის ნაკრები და სამი ქართული გუნდი მონაწილეობდა. საპლაჟო ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირს ზღვისპირა ქალაქი სამი დღის განმავლობაში მასპინძლობდა.