ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტები საქართველოში 2018 წლის 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს ჩატარდება. “ისთერნ პრომოუშენის” დირექტორის განცხადებით, შესაბამის ხელშეკრულებას მხარეებმა ხელი უკვე მოაწერეს. “ბლექ სი არენაზე” დაგეგმილი ეს ორი კონცერტი იქნება ერთადერთი, რომლებსაც ელტონ ჯონი მომავალ წელს ევროპაში ჩაატარებს.
კონცერტების თარიღების ცვლილების მიზეზი ელტონ ჯონის ბენდის გიტარისტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გახდა. ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტი 16-17 სექტემბერს უნდა გამართულიყო.