''მთავარის'' შეკითხვებს ნინო ნიჟარაძე პასუხობს

07 სექტემბერი 2017, 00:00 3030 ნახვა

 შეკითხვებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი პასუხობს.

1. ჯილეხის შემთხვევის შესახებ მედიისთვის ინფორმაცია გუშინ გახდა ცობილი, რატომ არ ჩათვალა თქვენმა უწყებამ მოსახლეობისთვის ეს ინფორმაცია მიეწოდებინა?  მით უფრო რომ ადამიანი გარდაიცვალა?

ჯილეხის სავარაუდო შემთხვევის შესახებ ჩვენს ცენტრში, 25 აგვისტოს შეტყობინება თურქული ჰოსპიტალიდან შემოვიდა. ზოგადად რეგიონისთვის დამახასიათებელია ჯილეხის გავრცელება. ყოველწლიურად ლაბორატორიულად დადასტურებული ერთი ორი შემთხვევა ყოველთვის გვაქვს. ეს გახლავთ ფონური გავრცელების დონე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ეს იყო ლეტალურად დასრულებული შემთხვევა.  პროგნოზი შემაშფოთებელი არ იყო და ჩავთვალეთ,  რომ დაანონსებას არ საჭიროებდა.

2. თუ ეს ადამიანი დაზუსტებული ინფორმაციით  ჯილეხის დაავადებით გარდაიცვალა, არ იყო საჭირო მოსალხეობისთვის გეცნობებინათ?

ცენტრი ზოგადად  მოქმედი რეგულაციებით  72 ინფექციურ დაავადებას აკონტროლებს.  შემთხვევების ნაწილი ლეტალურად მთავრდება. როდესაც განსაკუთრებული საგანგაშო მდგომარეობაა, ცენტრი ყოველი ასეთი შემთხვევის დროს მოსახლეობას   შესაბამისი პრევენციული ღონისძებების გასატარებლად მოუწოდებს. მოცემულ   შემთხვევაში ეს გახლავთ გავრცელების ის ფონური მაჩვენებელი, რომელიც შემაშფოთებელ დაანონსებას არ საჭიროებდა.  ეს იყო გავრცელების სტაბილური დონე. ლეტალური გამოსავალი ძალიან ცუდია, მაგრამ ამას თან არ ახლდა რისკ ქფაქტორები.  

3.რა კეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობას ჯილეხის შესახებ მეტი ინფორმაცია ჰქონდეს? რას აკეთებს ამისთვის თქვენი უწყება?

პირველი და მნიშვენელოვანი ეს არის ჯილეხით დაავადებულთან კონტაქტიების მოძიება. ვაკვირდებით ყველას, როგორც ოჯახის წევრებს, ასევე ყველა იმ პირს, რომელიც დაკავებული იყო პირუტყვის დამუშავებით, გარდა ამისა სამედიცინო პერსონალს, რომლის მეთვალყურეობის ქვეშ პაციენტი კურნალობდა. მათ  ანტიბიოტიკურო პროფილაქტიკა უკვე ჩაუტარდათ.  მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდი ამ პირებისათვის გასულია და სახიფათო აღარ არის.  

4.ფაქტმა გვიჩვენა რომ მოსახლოებამ არ იცის დაავადების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია რის გამო გარდაიცვალა ადამიანი. ამ მხრივ რას აკეთებს ორგანიზაცია?

ნებისმიერი შემთხვევის დაფიქსირების დროს ჩვენ მიგვაქვს საინფორმაციო მასალა, ასევე ეპიდემიოლოგი აწვდის ინფორმაციას, რომელიც   პევინციულ ღონისძიებებს ეხება. მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსნალთან მუშაობაც, რადგან დიაგნოსტიკა  უფრო სრულყოფილი და დროული იყოს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოსახლეობას პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად ყოველთვის მოუწოდებს. ეს ეხება სხვადასხვა დაავადებებს.  ძირითადად ეს არის სეზონურად გავრცელებული დაავადებები. ჯილეხის შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურებული ყოველთვის ხდება და აღნიშნულ კერებში ჩვენ ყოველთვის მიგვაქვს მსგავი ინფორმაციები. უფრო მეტი დაინტერესება რომ იყოს, ფეისბუქ გვერდზე ყოველთვის ვაანონსებთ და ვაახლებთ ინფორმაციას.

5.თუმცა ყველა ინტერნეტზე წვდომა არ გააჩნია. მოსახლეობა ამბობს, რომ ამ დაავადების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ.

მოსახლეობა, რომელიც დაკავებულია პირუტყვის მოვლა პატრონობით მათ ყოველთვის აქვთ ინფორმაცია, იმ   კლინიკური ნიშნების შესახებ რომელიც პირუტყვში ჩნდება.  იმ საშიშროების შესახებ, რომელიც შეიძლება ადამიანზე გადავიდეს, აქედან გამომდინარე მათ უკვე ქონდათ ინფორმაცია, რომ ხორცი საკვებად მოსახმარი არ იყო.  შესაბამისად გადაყარეს. რაც შეეხება ჯილეხის ფაქტს, ჩვენს მიერ დროულად მოხდა ჩარევა, ეპიდსაწინააღმდეგო  ღონისძიებები  დროულად გატარდა.

6.რა სიმპტომები ახასიათებს ამ დაავადებას და პროდუქტის მიღებიდან რა პერიოდში ვლინდება?

ჯილეხის დაავადების რამდენიმე ფორმა არსებობს, მაგრამ საქართველოში და ჩვენს რეგიონში ძირითადად კანის ფორმა რეგისტრირდება.  როდესაც დაავადებულ პირუტყვთან გვაქვს საქმე ყოველთვის წარმოიქმნება კოღოს ნაკბენის მსგავსი ბუშტუკი, რომელიც რამდენიმე დღეში დაწყლულდება, შავ ქერქს წარმოქმნის, ახასიათებს ქავილი, მაგრამ მტკივნეულობა არაა. ზოგადად დაავადება კეთილსაიმედო პროგნოზით მიმდინარეობს და დროულად დაწყებლი მკურნალობის შემთხვევაში ადამიანი გამოჯანმრთელდება.

7.აქვს თუ არა  დროულ ვაქცინაციას შედეგი?

ადამიანებში ვაქცინაცია არ ტარდება. ვაქცინაცია ტარდება ცხოველებში. ამიტომ ნებისმიერ პირს, რომელიც ცხოველის მოვლა პატრონობით არის დაკავებული მივმართავ, ნებისმიერი ცხოველური დაავადების საწინააღმდეგო პირუტყვს აცრა დროულად ჩაუტაროს. გამოიყენოს დამცავი აღჭურვილობა.

8.არსებობს რისკი, რომ მოსახლეობამ  უკვე დაავადებული საქონლის ხორცი ან რძის პრდუქტი გამოიყენოს.  როგორ უნდა დავამუშავოთ პროდუქტი?

დაავადება გახლავთ ბაქტერიული გენეზით, მაგრამ მას  სპორების წარმოქმნა ახასიათებს, რომელიც ძალიან გამძლეა ნიადაგში. მაგრამ აღნიშნული სპორები და ბაქტერია თემული დამუშავების შემდეგ კვდება. თუ ხორცი თერმულად კარგად არის დამუშავებული მოხარშული, შემწვალი ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში აღარ არის. ძირთადი გზა, მაინც არის კონტაქტური, რომელიც ცხოველების მოვლა პატრონობით დროს გადადის.  

9.როგორია სტატისტიკა ჯილეხის შემტხვევების სად რომელ რეგიონში ვლინდება ყველაზე მეტად?

წელს გვქონდა ახალსოფლის მიმდებარე ტერიტორიააზე ასევე ორი ლაბორატორიული შემთხვევა. თუმცა ლეტალური შემთხვევა არ გვქონია

10.სურსათის ეროვნული სააგენტო გეუბნება რომ 1943 წლიდან ჯილეხის შემტხვევა არ დაფიქსირებულა. თქვენ  საპირისპიროს ამტკიცებთ.

ჯილეხის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები ცხოველებში სხვა არის ადამიანებში სხვა. დაინფიცირების ადგილი ადამიანისთვის შეიძლება არ იყოს ის კონკრეტული ტერიტორია, რომელსაც სურსათის უვნებლობის სამსახური გულისხმობს. ადამიანი მოგზაურობს შესაბამისად მიგრაციულ პროცეშია, ამიტომ დაინფიცეირება შეიძლება მოხდეს როგორც რეგიონის გარეთ ასევე შიგნით. ჩვენი ფონური მაჩვენებლის დონე ნამდვილად არ იყო იმაზე მეტი და მაღალი მიმდინარე წელს, როგორიც  წინა წლებში .

 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი