ციკლონი, რომლის ზემოქმედებითაც ამინდის ყველა ელემენტი გაუარესდება, სანაპირო ზოლიდან გავრცელებას უკვე იწყებს. რაც გამოიწვევს - ღამისა და დილის საათებში წვიმას, ზოგან მოსალოდნელია ძალიან ძლიერი ნალექი, ელჭექი და სეტყვა. ქარის სიჩქარე 20-25 მეტრი წამში, 90 კმ/სთ.
ამ დროისთვის ზღვაზე ძლიერი ღელვაა. ტალღების სიმაღლე 5 ბალს მიაღწევს. მდინარეებში წყლის დონე მკვეთრად მოიმატებს.