ხანძრის კერებამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანის მიზნით, გზის გაჭრის სამუშაოები დაიწყება

04 სექტემბერი 2017, 00:00 2771 ნახვა

 ხულოში, ხანძრის კერებამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანის მიზნით,  გზის გაჭრის სამუშაოები დაიწყება. როგორც  საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი სოფელ მეკელიძეებიდან იუწყება, ორი ერთეული მძიმე ტექნიკა სოფლიდან უკვე გავიდა. სპეციალისტების განცხადებით, ისინი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ამ ფორმით ჩაერთვებიან.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში