მეთევზეების აქცია ქობულეთში

03 სექტემბერი 2017, 00:00 2871 ნახვა

მეთევზეების აქცია ქობულეთში. ახალ რეგულაცია მეთევზეებს რაციების შეძენას ავალდებულებს რაც მათი თქმით დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, რადგან ანალოგიურ ფუნქციას მობილური ტელეფონებიც ასრულებს. როგორც მეთევზეები ამბობენ იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება აქციებს გააგრძელებენ.

მეთევზეების პროტესტს საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოში პასუხობენ. მამუკა ახალაძის თქმით დღემდე მეთევზე-მებადურების სოციალური ფონის გათვალისწინებით არაერთხელ მოხდა კანონის მოქმედების გადავადება და ასევე მინიმალურ მოთხოვნებამდე დაყვანა. ახალაძე ამბობს, რომ  სააგენტოს მიერ გატარებული საინფორმაციო კამპაანიის ფარგლებში მეთევზეთა 80%-მა ახალ ნორმებთან შესაბამისობაში მოსვლა მოახერხა, რაც მისი თქმით ძირითადად სამაშველო ჟილეტების და პორტატული წყალგაუმტარი რადიო გადამცმემის ქონაში გამოიხატება. ასევე აღნიშნა, რომ მოწყობილობა თავისუფლად იყიდება საქართველოში და საშუალოდ მისი ღორებულება 150 ლარია. მამუკა ახალაძის განმარტებით რაციის გარეშე ნაოსნობა სიცოცხლის უსაფრთხოების ნორმების დარღვევაა, საზღვაო სატრანსპორტო სააგენტო კატეგორიულად მოუწოდებს ყველა მეთევზე-მებადურს დააკმაყოფილონ კანონმდებლობის ნორმების დაკმყოფილება და ნუ ჩაიგდებენ თავს საფრთხეში.

ამავე კატეგორიაში