ჩამოშლილი გვირაბი - მიზეზებს ექსპერტები იკვლევენ

03 სექტემბერი 2017, 00:00 2919 ნახვა

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით სხალთა -დიდაჭარის გვირაბის ნაწილის ჩამოშლის მიზეზები ერთ კვირაში გახდება ცნობილი. გვირაბის მონაკვეთი   ორი კვირის წინ ჩამოშალა.

კომპანია " შუახევჰესის" პროექტების მენეჯერი ამტკიცებს, რომ 9 კილომეტრის სიგრძის გვირაბის, მხოლოდ მცირე მონაკვეთი ჩამოიშალა და ეს ადგილი  დიდაჭარის  კაშხალიდან 170 მეტრითაა მოშორებული. გარდა ამისა კომპანიის წარმომადგენლის მტკიცებით ის მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს .  

სოფლების სხლათისა და მახალაკიძეების მკვიდრნი კი შიშობენ, რომ გაძლიერებული მეწყრული პროცესების ფონზე, მორიგი საფრთხის წინაშე დგანან. რადგან არ იციან გვირაბისა თუ კაშხლის აგებისას დაირღვა სამშენებლო ნორმები.  ამჯერად გვირაბის ჩამოშლის მიზეზებს  ნორვეგიიდან მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტები სწავლობენ.

ამავე კატეგორიაში