აბასთუმანში ხანძრის ქრობის პროცესში დახმარების მზადყოფნა უკრაინასთან ერთად, აზერბაიჯანმაც გამოთქვა

30 აგვისტო 2017, 00:00 2543 ნახვა

აბასთუმანში ხანძრის ქრობის პროცესში დახმარების მზადყოფნა უკრაინასთან ერთად, აზერბაიჯანმაც გამოთქვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ისაუბრა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა,  უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ტელეფონით დაუკავშირდა, რომელმაც დახმარება შესთავაზა. პროცესებში ჩართვისთვის მზადყოფნა  აზერბაიჯანმაც გამოთქვა. 

"გუშინ საღამოს  უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომ დამირეკა და შემომთავაზა თვითმფრინავის გამოგზავნა, რომელიც, როგორც ვიცი, უკვე გზაშია. ასევე, სავარაუდოდ, გვექნება ვერტმფრენი აზერბაიჯანიდან. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო აზერბაიჯანის პრეზიდენტს არა მხოლოდ ამ დახმარებისთვის. ჩვენ წინა პერიოდშიც გამოვიყენეთ ავიაცია. ზოგადად, ასეთი მოვლენების დროს, საგანგებო სიტუაციებში მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აბასთუმანში ხანძარი ისეთი მასშტაბური არ არის, როგორც ბორჯომის ხეობაში იყო.

ამავე კატეგორიაში