კლინიკა დატოვა ოთხივე დაშავებულმა

27 აგვისტო 2017, 00:00 1745 ნახვა

ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ბორჯომის ხეობაში დაშავებულები ღუდუშაურის კლინიკიდან უკვე გაწერეს.  დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და  კლინიკაში დარჩენის აუცილებლობა აღარ არსებობდა.

დაშავებულებს პრემიერ-მინისტრი ტელეფონით ესაუბრა. გიორგი კვირიკაშვილმა მათ პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა და ჯანმრთელობა უსურვა. ქართული “მი-8” ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნის დროს ეკიპაჟის 3 წევრი და სასაზღვრო პოლიციის 1 თანამშრომელი დაშავდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი