თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, ბათუმში, საქართველო სამხრეთ-კორეის მუნიციპალური ფორუმი გაიმართა. ფორუმში ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი, ბათუმის მერი და სამხრეთ კორეის თვითმმართველობათა ასოციაციის პრეზიდენტი მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე თვითმმართველობის რეფორმის საკითხებზე, ასევე მუნიციპალიტეტების მხრიდან წყლის რესურსების ეფექტურ მართვაზე იმსჯელეს.