''საქართველოს რკინიგზის'' შენობასთან დაკავებულთა სასამართლო პროცესი 

25 აგვისტო 2017, 00:00 1924 ნახვა

''საქართველოს რკინიგზის'' შენობასთან პროფკავშირების აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. პოლიციამ ადმინისტრაციული წესით აქციის 10 მონაწილე დააკავა. მოშიმშილე რკინიგზელების აქციაზე ხმაური გუშინ მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა რკინიგზის ოფისის ფოიეში შესვლა სცადეს.

დეპარტამენტის შესავლელთან მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. აქციის მონაწილეებს და სამართალდამცველებს შორის ხმაური და დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც სამართალდამცველებმა 10 პირი დააკავეს.

ამავე კატეგორიაში