გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება

23 აგვისტო 2017, 00:00 2085 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ბორჯომის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც სტიქიის ზონების მიმდებარე სოფლებში, კერძოდ, ცემში, სადგერში, დაბაში, წაღვერში,  ტბასა და ყვიბისში, ასევე, დაბა ბაკურიანსა და ქალაქ ბორჯომში ჰაერის ხარისხის კვლევა განახორციელეს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კვლევების შედეგად გაიზომა ჰაერში მყარი შეწონილი ნაწილაკები,  აზოტის დიოქსიდი და ნახშირჟანგი.  "აღნიშნული კვლევების შედეგად ყველა კომპონენტი ზღვრულად დასაშვები ნორმების შესაბამისობაშია. ჰაერის ხარისხის შემოწმება მიმდინარეობს სტიქიის ზონის მიმდებარედ, სხვა დასახლებულ პუნქტებშიც",-ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

ამავე კატეგორიაში