ხანძარი გორში

23 აგვისტო 2017, 00:00 2038 ნახვა

სამხედროები იყვნენ ჩართულები ატენის ხეობაში ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში. პრევენციის მიზნით, სამხედროები კვლავ რჩებიან ხეობაში. სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრიც. ამ დროისთვის, დამწვარია დაახლეობით ორ ჰექტრამდე ფართობის ტყე. ატენის ხეობაში, ზემო ბოშურის მიმდებარედ ტყეს ცეცხლი გუშინ, დაახლოებით საღამოს 5 საათისთვის გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

ამავე კატეგორიაში