სტიქიის მესამე დღე. მთელი ღამის განმავლობაში ბორჯომის ხეობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.
შეუჩერებლად მუშაობდა მძიმე ტექნიკა. ხანძარს საქართველოსთან ერთად 4 ქვეყნის სპეციალური ტექნიკა და დამხმარე ძალა ებრძვის. როგორია ვითარება ამ წუთებში სტიქიის ზონაში?