39 დღიანი შიმშილობის შემდეგ, ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, პატიმრის, გიორგი გვიანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც ის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაკავებულის ოჯახის წევრებმა დღეს სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს, ისინი საქმის დროულ განხილვას მოითხოვენ. ოჯახი მოთხოვნების დაუკმაყოფილების შემთხვევაში საპროტესტო აქციებს გააგრძელებს.