ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი გამგეობასა და მთავრობის თავმჯდომარეს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს

22 აგვისტო 2017, 00:00 1968 ნახვა

ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი  გამგეობასა და მთავრობის თავმჯდომარეს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს. ბონდო თედორაძის განცხადებით, ბიუჯეტის ცვლილების დროს სოფლებში სპორტული მოედნების  რეაბილიტაცია მოწყობისთვის  საჭიროზე მეტი თანხები ჩაიდო, რადგან  წინასწარ განსაზღვრულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან გარიგებაა დადებული რის მიხედვითაც თანხები კომპანიებმა  ქართულ ოცნებას საარჩევნოდ შემოწირულობის სახით უნდა ჩაურიცხონ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ განმარტებას გამგეობაში გააკეთებენ. გამგეობაში კი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ არსებობს გაწერილი პროექტები, ტენდერები კი სრულიად გამჭვირვალეა.

ამავე კატეგორიაში