მზის დაბნელება

21 აგვისტო 2017, 00:00 3990 ნახვა

პლანეტის იშვიათი კოსმოსური მოვლენა - მზის დაბნელებამდე ერთი საათზე ნაკლები დრო რჩება. ისტორიული დღის შესახვედრად ჩრდილოეთ ამერიკაში ვიზიტორები კარვებით ჩადიან. სწორედ ამ ტერიტორიიდან იქნება ყველაზე მარტივად შესამჩნევი მზის სისტემის ცენტრში მდებარე ერთადერთი ვარსკვლავის სრულად დაბნელება.

დაახლოებით მილიონ 400 ათასი კილომეტრიანი დიამეტრის მზეს დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი - მთვარე საათნახევრის განმავლობაში დაფარავს. მზის სისტემის ცენტრალური ვარსკვლავის დაბნელება ჰაერის ტემპერატურის ცვლილებასაც გამოიწვევს - ამბობენ ნასას სპეციალისტები.

ამავე კატეგორიაში