სპორტი მთავარში

21 აგვისტო 2017, 00:00 2042 ნახვა

თბილისში დასრულებული  ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი ხელბურთში, საფრანგეთის ნაკრებით გამარჯვებით დასრულდა. ფინალში ფრანგებმა ესპანეთს 28:25 სძლიეს. საფრანგეთის ნაკრები ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში დანიამ ხორვატია დაამარცხა. გამარჯვებულები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ჰასან მუსტაფამ, საერთაშორისო და ეროვნული ფედერაციების მაღალჩინოსნებმა და ვეტერანმა ხელბურთელებმა დააჯილდოვეს. ფინალური მატჩის დაწყებამდე ოლიმპიური სასახლის მთავარ დარბაზს ლეგენდარული ქართველი ხელბურთელის - ალექსანდრე ანპილოგოვის სახელი მიენიჭა.. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა  ალექსანდრე ანპილოგოვს სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.

გუშინ საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა კიევში მიმდინარე ვიქტორ ბანიკოვის სახელობის ტურნირის ფინალში ისრაელს 4:1 მოუგო და ზედიზედ მეორედ მოიპოვა თასი! გიორგი ნემსაძის შეგირდებმა კიევში გამართული ოთხივე მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარეს და  ბელარუსის  უკრაინის და ესტონეთის ძლევის შემდეგ, ფინალში ისრაელსაც მოუგეს.. საქართველოს ნაკრებიდან დუბლით  ზურაბ დავითაშვილი გამოირჩა, თითო თითო გოლი ფინალურ მატჩში გიორგი შალიკაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია გაიტანეს. ისრაელმა მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო მეორე ტაიმში.

დღეს პარიზში სტარტი აიღო მსოფლიოს ჩემპიონატმა ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის. საქართველოს სახელით ბერსის დარბაზში 4 ფალავანი გამოვიდა. შმაგი ბოლქვაძე მეთექვსმეტედფინალში უხერხულ მეტოქესთან  ირანელ აბდელჰამიდ გერაესთან დამარცხდა. ჩვენი რეგიონის კიდევ ერთი წარმომადგენელი, 75 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე  მინდია წულუკიძე მეოთხედფინალში გამოეთიშა ასპარეზობას. მეოთხედფინალამდე გააღწიეს რევაზ ნადარეიშვილი და რობერტ კობლიაშვილმა მაგრამ ეს ეტაპი მათთვისაც დაუძველი ბარიერი აღმოჩნდა რეპეშაჟში გადართვის შემდეგ რობერტ კობლიაშვილი და რევაზ ნადარეიშვილიც ინარჩუნებენ ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს. რობერტ კობლიაშვილის მეტოქე რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი დავით ჩაკვეტაძე იქნება, რევაზ ნადარეიშვილი კი უზბეკ რუსტამ ასაკალოვს ხვდება. 

გუშინ დინამო არენაზე თბილისის დინამოსა და საჩხერის ჩიხურას მატჩით დასრულდა ეროვნული ლიგის 23-ე ტური. კახა კაჭარავს გუნდმა ამ მატჩში დიდი ანგარიშით -5:0 იმარჯვა და ლიდერის პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა. დუბლი ბექა მიქელთაძის ანგარიშზეა, თითო-თითო გოლით  აკაკი შუალაია და ლაშა ქოჩლაძე გამოირჩნენ. გუშინვე თბილისის ლოკომოტივმა სტუმრად ფოთის კოლხეთს 1:2 სძლია. რაც შეეხება ტურის სხვა მატჩებს, შაბათს ქუთაისის ტორპედომ გორის დილა დაამარცხა.  ფრედ 1:1 დასრულდა თბილისის საბურთალოსა და სამტრედიას დაპირისპირება. ბათუმის დინამომ კი აჭარულ დერბიში ქობულეთის შუქურას ანგარიშით 3;2 სძლია. ეროვნული ლიგის 24-ე ტური სტარტს პარასკევს აიღებს. ჩიხურა საბურთალოს უმასპინძლებს, ხოლო ქობულეთის შუქურა რაგბი არენაზე  თბილისის ლოკომოტივს დაუხვდება.

ფოთის კოლხეთის სენეგალი ლეგიონერი - არფანგ ბუბაქარ დაფე საქართველოდან ირანში კლუბთან შეთანხმების გარეშე წავიდა. ფეხბურთელი დაახლოებით ერთი კვირის წინ გაუჩინარდა და როგორც აღმოჩნდა ირანის ჩემპიონატის აუტსაიდერ კლუბ "პაიკანში" სურს კარიერის გაგრძელება. ეს იმ პირობებში როცა დაფეს ფოთის კოლხეთთან  2018 წლის ბოლომდე მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს კოლხეთის მენეჯმენტის განცხადებით ირანული კლუბი დაფეს მიმართ ინტერესს ადრეც არ მალავდა, თუმცა ქართული კლუბი მათ წინადადებას არ დათანხმებულა. კოლხეთი ირანული კლუბისგან 50 000 დოლარს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში  ფოთელები ფიფას მიმართავენ.

ზაზა ფაჩულიამ შესაძლოა მოახლოებული ევრობასკეტი გამოტოვოს, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა ვარჯიშის დროს კოჭის ტრავმა მიიღო და მისი თამაში საეჭვოა აკროპოლისის საერთაშორისო ტურნირზე. ნაკრების მთავარი მწვრთნელის- ილიას ზუროსის თქმით
​ფაჩულიას საშუალო სიმძიმის დაზიანება აქვს და ჯერჯერობით უცნობია მოასწრებს  თუ არა ის აღდგენას ევრობასკეტისთვის.

დღეს ბათუმში საჭადრაკო ფესტივალი დასრულდა. შეჯიბრებაში 8-12 წლამდე ბავშვები იღებდნენ  მონაწილეობას.  სხვადსხვა ასაკობრივ ჯგუფის 40 მდე მოჭადრაკე დღეს თასებით, მედლებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდა. გათამაშებაში ქართველი, ამერიკელი, რუსი და სომეხი სპორტსმენები  მონაწილეობდნენ. ფესტივალი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერითა და აჭარის  ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

ამავე კატეგორიაში