აჭარაში ღვთისმშობლის ხატი ჩამოაბრძანეს

21 აგვისტო 2017, 00:00 3404 ნახვა

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში, საქართველოს ავტოკეფალიის 100 წლისთავთან და პატრიარქის საიუბილეო წელთან დაკავშირებით აწყურისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატები ჩამოაბრძანეს, რომელიც ტაძარში 1 კვირის განმავლობაში იქნება დასვენებული.

რის შედეგად ხატებს ხელვაჩაურში, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში გადაასვენებენ. ხატებმა მომლოცველობა სტეფანწმინდიდან დაიწყეს და პატრიარქის ლოცვა კურთხევით წელიწადნახევრის განმავლობაში ქვეყნის ყველა რეგიონი უნდა მოიაროს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი