ამ წუთებში მაშველები ქობულეთში ზღვაში 26 წლის ახალგაზრდა კაცს ეძებენ. იგი დასასვენებლად ოჯახთან ერთად რუსეთიდან ჩამოვიდა. მშობლების ინფორმაციით, ის ბოლოს მეგობრებს ტელეფონით ესაუბრა და უთხრა რომ წყალში სიმაღლიდან აპირებდა გადახტომას, რის შემდეგაც ზღვაში გაუჩინარდა. სანაპიროზე მისი პირადი ნივთებია დატოვებული. მაშველებთან ერთად ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.