დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა

16 აგვისტო 2017, 00:00 3062 ნახვა

სატვირთო მატარებლის დაჯახების შედეგად დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დრომდე მძიმეა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა. შემთხვევა გუშინ თამარის დასახლებაში მოხდა.

თვითმხილველების თქმით, 44 წლის ქალი ლიანდაგზე გადადიოდა, რა დროსაც მას მატარებელი დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 275- ე მუხლით აღძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

ამავე კატეგორიაში