საფრანგეთის ქალაქ სეტ-სორში პიცერიის ტერასაზე ავტომობილი შევარდა. შედეგად, 12 წლის მოზარდი დაიღუპა და კიდევ 14 ადამიანი დაშავდა. 4 დაზარალებულის მდგომარეობა კრიტიკულია. ინციდენტი ორშაბათს გვიან ღამით მოხდა. რეგიონული პროკურორის განცხადებით, მძღოლის ქმედება რომ განზრახ ჩადენილი დანაშაულია, ეჭვს არ ბადებს, თუმცა ტერაქტის კვალი გამორიცხულია. ერიკ დე ვალროჟერმა გამოძიება სუიციდის მცდელობის მუხლით დაიწყო. პიცერიას 31 წლის მამაკაცი დაეჯახა, რომელსაც თვითმკვლელობის მცდელობა გასულ კვირასაც ჰქონდა. იგი პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე დააკავა.