საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება დავოსის მერი მეუღლესთან ერთად. მათ პრემიერ-მინისტრი შეხვდათ, მთავრობის მეთაურმა შვეიცარია - საქართველოს, მზარდ ურთიერთობებზე ისაუბრა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო ყოველწლიურად მონაწილეობს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში, ასევე, შვეიცარიასთან აქვს ძალიან საინტერესო ურთიერთობა მთიანი რეგიონების განვითარების კუთხით.